ლოკატელი იუვენტუსში? - სასუოლომ თანხა დაასახელა

"სასუოლოს" ცენტრალურ ნახევარმცველს, მანუელ ლოკატელის ჰყავს ერთადერთი რეალური მსურველი - ტურინის "იუვენტუსი".
იტალიელი ჰავბეკით ინტერესდებოდა ლონდონის "არსენალიც", თუმცა პრემიერ ლიგაში გადასვლა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა.
Goal.com-ის თანახმად, "ნეროვერდი" არ არის თავისი შუახაზელის გაყიდვის წინააღმდეგი, თუმცა მხოლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროდ.
"ბებერი ქალბატონის" პოზიცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა იგივე წყაროს მტკიცებით, 23-წლის ნახევარმცველის მომავალი თვის ბოლომდე გაირკვევა.
თავად აპენინელმა ჰავბეკმა "ბიანკონერიში" გადასვლის სურვილი ღიად უკვე არაერთხელ დააფიქსირა. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს მაქს ალეგრი.