ავტორიზაცია

გაფრთხილება: არასდროს ჩააბაროთ თქვენი გუნდი ძმებ ნევილებს - ფილმა გარიზე უარესი შედეგი დააფიქსირა

გაფრთხილება: არასდროს ჩააბაროთ თქვენი გუნდი ძმებ ნევილებს - ფილმა გარიზე უარესი შედეგი დააფიქსირა
თარიღი 27 Jul 2021, 14:41

"ინტერ მაიამიმ" ფილ ნევილის თავკაცობით MLS-ში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო. რეგულარული ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ფლორიდელები ამჯერად "ნიუ ინგლანდ რევოლუშენთან" განადგურდნენ, ანგარიშით 0:5.

ფაქტია, ინგლისელი დამრიგებელი მთავარი მწვრთნელის რანგში ვერ ბრწყინავს და ფეხბურთის გულშემატკივრებმა მომენტალურად გაიხსენეს მისი ძმის, გარის მოღვაწეობა "ვალენსიაში".

ინგლისის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი "ღამურებს" თავკაცობდა 2015/2016 წლის სეზონში, რომლის მსვლელობისასაც ლა ლიგის 16 მატჩიდან გამარჯვებით მხოლოდ 3 დასრულდა.

"ლოს ჩეში" განცდილი ფიასკოს შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი სამწვრთნელო საქმიანობაში არასდროს დაბრუნებულა.

ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლებს ინგლისის ქალთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, რომელმაც დევიდ ბექჰემის გუნდს 13-დან მხოლოდ 2 მატჩში მოაგებინა.