ავტორიზაცია

"მანჩესტერს ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია", - ბრუნო

"მანჩესტერს ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია", - ბრუნო
თარიღი 28 ივლ 2021, 21:54

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი გუნდის შესახებ ამბიციური განცხადება გააკეთა:

"მანჩესტერს მომავალ სეზონში ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია. ამის პოტენციალი და შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს.

გასულ სეზონში დავრჩით უტიტულოდ, განსაკუთრებით მძიმედ მახსენდება ევროპა ლიგის ფინალში წაგება და იმედი მაქვს, გაისად იგივე არ განმეორდება.

წინასწარ არაფერს ვამბობ, შესაძლოა კვლავ თასების გარეშე დავრჩეთ, თუმცა მოგების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე წაგების".

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რაფაელ ვარანი და ბრუნო ფერნანდეში დაიმატეს.