ავტორიზაცია

10 ფეხბურთელი, რომელიც რეალმა ყველაზე ძვირად გაყიდა - რეიტინგში ცვლილებებია

10 ფეხბურთელი, რომელიც რეალმა ყველაზე ძვირად გაყიდა - რეიტინგში ცვლილებებია
თარიღი 28 Jul 2021, 22:11

რაფაელ ვარანის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, შეიცვალა მადრიდის "რეალის" ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეთა 10-ეული.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი "წითელ ეშმაკებში" გადავიდა 50 მილიონ ევროდ და ის "სამეფო კლუბის" 10-ეულში მე-4 ადგილს იკავებს.

"მანკუნიანელების" უკანახაზელზე წინ არის სამი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ (115 მილიონი ევრო), ანხელ დი მარია (75 მილიონი) და ალვარო მორატა (66 მილიონი).

28-წლის ცენტრბექის გაყიდვის შემდეგ, ათეულიდან ამოვარდა სერხიო რეგილონი, რომელიც "ტოტენჰემში" 30 მილიონ ევროდ იქნა გასხვისებული. ამჟამინდელი სია ასეთია:

1. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსში, 115 მილიონად)

2. ანხელ დი მარია (მანჩესტერში, 75 მილიონად)

3. ალვარო მორატა (ჩელსიში, 66 მილიონად)

4. რაფაელ ვარანი (მანჩესტერში, 50 მილიონად)

5. მესუთ ოზილი (არსენალში, 47 მილიონად)

6. მატეო კოვაჩიჩი (ჩელსიში, 45 მილიონად)

7. რობინიო დე სოუზა (მან სიტიში, 43 მილიონად)

8. აშრაფ ჰაკიმი (ინტერში, 41 მილიონად)

9. გონსალო იგუაინი (ნაპოლიში, 39 მილიონად)

10. ნიკოლა ანელკა (პსჟ-ში, 34.5 მილიონად)