ავტორიზაცია

[VIDEO] ჰაერში დაეკიდა და გაიტანა - გაგუამ ალავესს მოაგებინა

თარიღი 28 Jul 2021, 22:36

წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ესპანური გუნდები ალავესი და მირანდესი ერთმანეთს ამხანაგურად შეხვდნენ და ალავესმა მინიმალური ანგარიშით, 1-0 გაიმარჯვა.

სასიხარულოა, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ გაიტანა, 79-ე წუთზე. 19 წლის ფორვარდი საქმეში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

გიორგი გაგუას წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში სათამაშო დრო ალავესის მთავარ გუნდში ეძლევა და უკანასკნელ 4 მატჩში 2-ჯერ გაიტანა.