ავტორიზაცია

ბეილი თუ ასენსიო? - ვინ იქნება რეალის მე-11 ნომერი მომავალ სეზონში?

ბეილი თუ ასენსიო? - ვინ იქნება რეალის მე-11 ნომერი მომავალ სეზონში?
თარიღი 29 ივლ 2021, 15:29

გარეტ ბეილი მადრიდის "რეალში" ყოველთვის თამაშობდა მე-11 ნომრით, თუმცა "ტოტენჰემში" განათხოვრების წესით დაბრუნების შემდეგ, აღნიშნული ნომერი მარკო ასენსიომ მოირგო.

"სამეფო კლუბის" ოფიციალურ შემადგენლობაში მე-11 ნომრად დღეს ირიცხება სწორედ ესპანელი შემტევი, უელსელი ვინგერი კი ჯერჯერობით ნომრის გარეშე არის.

AS-ის თანახმად, "ბლანკოსის" აღზრდილი არ დაუბრუნებს ლონდონელთა ყოფილ გარემარბს 11-იანს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ სეზონში ამ ნომრით კვლავ ის იქნება.

რაც შეეხება "რეალის" ახლა უკვე ყოფილ მე-11 ნომერს, ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ ის აიღებს მე-14 ან მე-16 ნომერს.

შეგახსენებთ, რომ "ჰოტსპურმა" არ მოისურვა ბრიტანელი ფლანგელის გამოსყიდვა, რის შედეგადაც ის მადრიდში დაბრუნდა.