ავტორიზაცია

ოპერაცია დაიგეგმა - მანჩესტერის ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე სამი თვე ვერ გავა

ოპერაცია დაიგეგმა - მანჩესტერის ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე სამი თვე ვერ გავა
თარიღი 30 ივლ 2021, 20:08

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ მარკუს რაშფორდს მხარზე ოპერაციის გადატანა მოუწევს.

The Telegraph-ის ინფორამციით, პროცედურა მომდევნო კვირაზე დაინიშნა და ამის გამო, ფეხბურთელს მომდევნო სამი თვე გაუცდება.

ხუთშაბათს, ინგლისელი ოლე გუნარ სოლსკიაერს შეხვდა და უთხრა, რომ სურს, მოაგვაროს პრობლემა, რომელმაც სრული ძალებით თამაშში ხელს ნოემბრის შემდეგ უშლის.

სწორედ ნოემბერში დაიზიანა რაშფორდმა მარცხენა მხარი და მას შემდეგ, გამაყუჩებლებით თამაშობს. 

გასულ სეზონში მარკუსმა 57 მატჩში 21 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. ახალ სეზონში რაშფორდი დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსკენ უნდა ჩაერთოს.