ბარსელონამ კოუტინიოს და გრიზმანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
"ბარსელონას" არ სურს ფილიპე კოუტინიოსა და ანტუან გრიზმანის სხვა გუნდში გაშვება. კატალონიელები შეინარჩუნებენ ბრაზილიელ და ფრანგ შემტევებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კლუბს მიუვა წინადადება, რომელზეც უარის თქმა იქნება შეუძლებელი, ფეხბურთელები გაიყიდებიან.
აღნიშნული სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან "ბლაუგრანას" წინახაზელების ტრანსფერებს ევროპული ტოპ-კლუბები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ვერ გაწვდებიან. ამის გარდა, რონალდ კუმანს მომავალი სეზონისთვის ორივე მოთამაშის იმედი აქვს.
ნიდერლანდელ თავკაცს მოსწონს თავისი გუნდის შვიდიანის მონდომება და ამის გარდა, მას ესიამოვნა ფაქტი, როდესაც მან პენალტის შესრულება დაუთმო გუნდის ახალწვეულ, მემფის დეპაის. რაც შეეხება "ლურჯ-ბროწეულისფრების" მე-14 ნომერს, ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
სამხრეთ ამერიკელი ფლეიმეიქერი აგრძელებს რეაბილიტაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც მან მუხლის ტრავმა მიიღო. "ბარსელონას" დამრიგებელს სჯერა, რომ 29-წლის გამთამაშებელი დაბრუნდება იმ დონეზე, რა დონეზეც ის წლების წინ "ლივერპულში" თამაშობდა. აქვე დავამატებთ, კოუტინიოს მსურველები არ ჰყავს.
"პიანიჩს შემთხვევით შევხვდი და მან გულწრფელად მითხრა, რაზეც ოცნებობს", - ბარსელონას ყოფილი დირექტორი