ავტორიზაცია

"ხვიჩა კვარაცხელია? წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის" - ცსკას ფეხბურთელი

"ხვიჩა კვარაცხელია? წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის" - ცსკას ფეხბურთელი
თარიღი 01 აგვ 2021, 10:55

მოსკოვის ცსკა-ს ნიგერიელ თავდამსხმელს ჩიდერა ეჯუკუს რუბინის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს, რაზეც საკმაოდ უხეში პასუხი გასცა.

-სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე ხართ წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით. იცით, ვინაა პირველ ადგილზე?

-წარმოდგენა არ მაქვს

-ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის რუბინიდან

-წარმოდგენა არ მაქვს ვინაა, მიჭირს მასზე ვისაუბროთ. რაც შეეხება ჩემს თავს, ყოველთვის ვცდილობ გავაუმჯობესო სათამაშო კომპონენტები, მათ შორის დრიბლინგიც. 

ჩიდერა ეჯუკუ მოსკოვის ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს, მას შემდეგ მას ყაზანის რუბინთან ორჯერ მოუწია დაპირისპირება და ორივე მატჩი წააგო, ხვიჩა კვარაცხელიაც ზედმეტად "ტკბილად" ახსოვს და შესაძლოა, მისი ასეთი დამოკიდებულება ქართველი ფეხბურთელისადმი სწორედ ამითაა გამოწვეული.