ინტერი ბელერინის ტრანსფერზე ლაუტაროს გაყიდვის გარეშე იმუშავებს
The Athletic-ის თანახმად, მილანის "ინტერი" საკმაოდ აქტიურად მუშაობს ლონდონის "არსენალის" მარჯვენა მცველის, ექტორ ბელერინის მოსალოდნელ ტრანსფერზე.
"მეთოფეები" კი თავის მხრივ ინტერესდებიან ლაუტარო მარტინესით, თუმცა "ნერაძურიმ" თავისი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრემიერ ლიგაში ტრანსფერი უკვე დაბლოკა.
არგენტინელი თავდამსხმელი არ გადავა არც "კანონირებში" და არც სხვა რომელიმე გუნდში, კატალონიელი ვინგბექის ტრანსფერზე მუშაობა კი მისი დათმობის გარეშე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ "არსენალის" განაპირა მცველი განიხილება აშრაფ ჰაკიმის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად, რომელიც "პარი სენ-ჟერმენში" იქნა გაყიდული, 60 მილიონად.