"ლივერპულში გადავლის შემდეგ, შემიყვარდა საოცარი ქალი, რომელიც ალონსოს მეუღლე აღმოჩნდა", - კრაუჩი
"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა ის თავისი ექს-თანაგუნდელის, ხაბი ალონსოს მეუღლესთან დაახლოებას.
"ლივერპულთან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და წავედი სასტუმროში, სადაც სარეგისტრაციო მაგიდასთან დამხვდა საოცარი ქალბატონი. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ის შემიყვარდა.
რამდენჯერმე ჩავედი ჰოლში მის სანახავად და ვიგონებდი მიზეზებს მასთან სასაუბროდ. ის იყო ძალიან ყურადღებიანი, იღიმოდა და მესაუბრებოდა. ამის შესახებ კარაგერს ვუამბე.
მან მომისმინა და მთხოვა, რომ იგივე მეთქვა მთელი გუნდის თანდასწრებით. ასეც მოვიქეცი, თუმცა ყველამ დამცინა, რადგან ეს ქალბატონი ალონსოს მეუღლე აღმოჩნდა".
ყოფილი ესპანელი საყრდენი ნახევარმცველის ცოლს ჰქვია ნაგორა არამბულა და ის სასტუმროში ინგლისური ენის დასახვეწად მუშაობდა. ცნობისთვის, ასე გამოიყურება მერსისაიდელთა ექს-ჩამშლელის მეორე ნახევარი: