დინამო ბათუმის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა
"დინამო ბათუმის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"დინამო ბათუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის აკადემიის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელის - დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
თანავუგრძნობთ დიმას ოჯახსა და მეგობრებს", - წერია განცხადებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიტაკაშვილი სიმაღლიდან გადავარდა.
კომპანია Goal.Ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დიმა შიტაკაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებს.