"კოუტინიო რომ არ გაგვეყიდა, ვან დეიკს და ალისონს ვერ გავიფორმებდით", - ენრიკე
"ლივერპულის" ყოფილი მარცხენა მცველი, ხოსე ენრიკე გაკვირვებულია თავისი ექს-კლუბის პასიურობით სატრანსფერო ბაზარზე. ვეტერანი ესპანელი ვინგბექი მერსისაიდელებს ახალი ტრანსფერებისკენ მოუწოდებს:
"ლივერპულს ჰყავს ვან დეიკი და ალისონი, თუმცა კოუტინიოს გაყიდვის გარეშე, მათი გაფორმება ვერ მოხერხდებოდა. დიდი ალბათობით, ნიდერლანდელისა და ბრაზილიელის გარეშე ვერც ტიტულებს მოვიგებდით.
მერსისაიდულ კლუბს სჭირდება ახალი შენაძენები, თუნდაც რამდენიმე ამჟამინდელი ლიდერის გაყიდვის ფასად. უცნაურია, მანჩესტერი იმატებს ვარანსა და სანჩოს, ჩვენ კი არავის.
მიკვირს, როგორ წაიყვანა იუნაიტედმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, "წითლები" კი უმოქმედოდ იყვნენ", - განაცხადა "სქაუზერების" ექს-განაპირა მცველმა.