ავტორიზაცია

რონალდუს ანჩელოტისთან კიდევ ერთხელ მუშაობა უნდა - As

რონალდუს ანჩელოტისთან კიდევ ერთხელ მუშაობა უნდა - As
თარიღი 02 აგვ 2021, 20:18

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალში" დაბრუნების წინააღმდეგი სულაც არ არის. აღნიშნული ინფორმაცია As-მა გაავრცელა.

პორტუგალიელ თავდამსხმელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "ბებერი ქალბატონიდან" წასვლა და ფლორენტინო პერესთან შეთანხმებას მისი აგენტი ჯერ კიდევ გაზაფხულზე ცდილობდა.

კარლო ანჩელოტის "სამეფო კლუბში" დაბრუნების შემდეგ კი "ბიანკონერის" ფორვარდი ქამბექის იდეით კვლავ შეპყრობილი გახდა. როგორც ცნობილია, "იუვეს" 7-იანს იტალიელ ტაქტიკოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებს.

პრობლემას წარმოადგენს "ბლანკოსის" პოზიცია, რომელიც სატრანსფერი სამიზნედ განიხილავს მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენის" შემტევს, კილიან მბაპეს და არავის სხვას.

რეალის შემდეგ, ბარსელონა ჩელსის მიადგა და თავის ფეხბურთელთან შეუთანხმებლობას ლონდონელებს აბრალებს