"პანდემია რომ არა, პოგბა ახლა იუვენტუსის ფეხბურთელი იქნებოდა", - რომანო
ცნობილმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ პოდკასტ The United Stand-თან ინტერვიუში პოლ პოგბას "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა:
"მანჩესტერში თვლიან, რომ მათ შეუძლიათ პოგბას შენარჩუნება. ისინი რისკავენ, თუმცა ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევის იმედი კლუბში ჯერ კიდევ არსებობს.
ყველაფერს თავდაყირა აყენებს რაიოლას ფაქტორი, რადგან როდესაც საქმეში არის ის, შესაძლოა მოხდეს ნებისმიერი რამ. გაიხსენეთ დონარუმას ტრანსფერი მილანიდან პსჟ-ში.
საერთოდაც, დარწმუნებული ვარ, კორონავირუსის პანდემია რომ არა, იუნაიტედი ფრანგ ცენტრალურ ნახევარმცველს თავის დროზე იუვენტუსში გაყიდიდა", - განაცხადა იტალიელმა.