იუვენტუსს ლოკატელისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგიდან კონკურენტი გამოუჩნდა
La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ინტერესდება მანუელ ლოკატელით, საქმეში "ლივერპულიც" არის.
"ბებერი ქალბატონი" მოიაზრება ფავორიტად, თუმცა კლუბი ვერ ახერხებს "სასუოლოს" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას იტალიელი ცენტრალური ნახევარმცველის მიმართებაში.
სანამ "ბიანკონერი" დუმს, ასპარეზზე შესაძლოა გამოვიდნენ მერსისაიდელები და გაიღონ "ნეროვერდისთვის" სასურველი 40 მილიონი ევრო "მილანის" ყოფილი ჰავბეკის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ 23-წლის შუახაზელით ინტერესდებოდა ლონდონის "არსენალიც", თუმცა აღნიშნული ვარიანტი თავად ფეხბურთელმა კატეგორიულად გამორიცხა.