მბაპე რეალში? - პერესმა გაიმეორა, ის რაც მან 2013 წელს ბეილის ყიდვის წინ თქვა
"მშვიდად", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა 2013 წელს, როდესაც მას გარეტ ბეილის ლონდონის "ტოტენჰემიდან" მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს.
უელსელი შემტევის გადმობირება "სამეფო კლუბისთვის" იოლი საქმე ნამდვილად არ ყოფილა, რადგან "ჰოტსპური" უკანასკნელ წუთამდე იბრძოდა თავისი მოთამაშის შენარჩუნებისთვის.
"დეზების" ჭირვეულობის მიუხედავად, ტრანსფერი 1 სექტემბერს გაოფიციალურდა. ისმის კითხვა - რა კავშირშია "ბლანკოსის" ვინგერის გადმოსვლა კილიან მბაპესთან?
El Chiringuito-სთან საუბარში ესპანელ ბიზნესმენს ამჯერად ჰკითხეს ფრანგი თავდამსხმელის შესახებ და მისი პასუხი იყო იგივე - "მშვიდად". გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ"-ს ფორვარდი "ბერნაბეუზე" აგვისტოს ბოლოს გადმოვა.