ავტორიზაცია

"ოლე რჩება? ლივერპულის, ჩელსის და სიტის ფანები ზეიმობენ", - მერსისაიდელთა ექს-ფორვარდმა მანჩესტერი დატროლა

"ოლე რჩება? ლივერპულის, ჩელსის და სიტის ფანები ზეიმობენ", - მერსისაიდელთა ექს-ფორვარდმა მანჩესტერი დატროლა
თარიღი 03 აგვ 2021, 10:50

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯონ ოლდრიჯმა ოლე-გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენის შესახებ სარკასტული განცხადება გააკეთა:

"მანჩესტერი სოლსკიაერს ახალ კონტრაქტს სთავაზობს? ლივერპულის, ჩელსის და მან სიტის გულშემატკივრები ამ ფაქტს უკვე ზეიმობენ. მათთვის ეს ძალიან კარგი ამბავია.

დიახ, მისი მოსვლის შემდეგ, ეს გუნდი გახდა უფრო ძლიერი და სტაბილური, თუმცა ისინი ვერაფერს იგებენ. ნორვეგიელ თავკაცს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.

ვარანისა და სანჩოს მოსვლით, იუნაიტედი კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა მათი შანსები მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - განაცხადა ირლანდიელმა ექს-ფორვარდმა.