ავტორიზაცია

რამდენად რეალურია კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნება?

რამდენად რეალურია კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნება?
თარიღი 03 აგვ 2021, 16:20

"ბარსელონას" ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს "ლივერპულში" დაბრუნება უნდა, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" ხელმძღვანელობა ბრაზილიელის ყოფილ გუნდს გარიგებას შესთავაზებს, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი "ენფილდზე" დაბრუნდება, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კი მის სანაცვლოდ დარჩენილი 50 მილიონი ევროს გადახდა აღარ მოუწევთ.

შეგახსენებთ, კოუტინიო "ბარსას" 2018 წლის იანვარში 135 მილიონად შეუერთდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად კატალონიური გრანდის მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.

მოქმედი კონტრაქტის ვადა 29 წლის ნახევარმცველს "ბლაუგრანასთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მისი სატრანსფერო ფასი კი ამჟამად 40 მილიონს შეადგენს.