ავტორიზაცია

"გრილიში თუ 100 მილიონი ღირს, მაშინ ფოდენის ფასი მინიმუმ 500 მილიონია", - ლიამ გალაჰერი

"გრილიში თუ 100 მილიონი ღირს, მაშინ ფოდენის ფასი მინიმუმ 500 მილიონია", - ლიამ გალაჰერი
თარიღი 04 აგვ 2021, 18:25

Oasis-ის ყოფილმა ვოკალისტმა და "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივარმა, ლიამ გალაჰერმა ჯეკ გრილიშის თავის საყვარელ გუნდში მოსალოდნელი ტრანსფერი შეაფასა:

"100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გრილიშის სანაცვლოდ? მაშინ ფოდენი მინიმუმ 500 მილიონი ღირს", - განაცხადა ინგლისელმა მუსიკოსმა სოციალური ქსელის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი "ქალაქელებში" მართლაც რეალურია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გარიგება უახლოეს დღეებში დაიხურება.

ბირმინგემის "ასტონ ვილას" კაპიტნის ტრანსფერის გარდა, "ლურჯები" კიდევ ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერის, ჰარი კეინის გადმობირებაზეც აქტიურად მუშაობენ.