"ჯერჯერობით არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება", - ტოტენჰემის მწვრთნელმა კეინის ვარჯიშების ბოიკოტზე ისაუბრა
„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ ჰარი კეინის მიერ ვარჯიშების გამოტოვებაზე ისაუბრა.
ინგლისელი ფორვარდი გუნდის სავარჯიშო ბაზაზე უკვე რამდენიმე დღეა არ ცხადდება და ამ გზით ხელმძღვანელობისგან „სიტიში“ გაშვებას ითხოვს.
„მინდა, ჰარის დაველაპარაკო. ჯერჯერობით ასეთი შესაძლებლობა არ მქონია. ჩვენ ჯერ ერთმანეთში უნდა გავარკვიოთ პრობლემები, შემდეგ კი ჟურნალისტებს გავესაუბრები.
ჯერჯერობით ამ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. ჩემი აზრით, ასეთი საკითხები გუნდშივე გვარდება. მოდით, ამ თემის საჯარო განხილვა თავიდან ავირიდოთ. ჩვენ გავერკვევით, კლუბი საუკეთესო გამოსავალს მოიძიებს.
წინასასეზონო სამზადისი - ყველასთვის რთული პერიოდია, ყველა კლუბს ძალიან უჭირს. მწვრთნელებს დიდი პრობლემები შეუქმნა იმან, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში მოუწიათ ასპარეზობა.“ - ციტირებს სანტუს სიტყვებს Sky Sports.