ავტორიზაცია

[VIDEO] მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში - ლორიამ რაპიდთან პენალტი მოიგერია

თარიღი 06 Aug 2021, 10:58

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ვენის რაპიდმა ანორთოსისს უშანსოდ, 3-0 მოუგო.

ავსტრიელთა წინააღმდეგ 62-ე წუთზე ანორთოსისის მეკარე გიორგი ლორიამ პენალტი მოიგერია.

საინტერესოა ის, რომ ქართველი ფეხბურთელი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, მან თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, რადგან კორონავირუსი ახალი გადატანილი ჰქონდა და ფიზიკურად 100%-ით მზად არ იმყოფებოდა.

რაც შეეხება ანორთოსისის მეორე ქართველ ფეხბურთელს, ნიკა კაჭარავა თემურ ქეცბაიამ სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა. ტრავმის შემდეგ არც ისაა ბოლომდე მზად.