პოჩეტინო: "ნიშნავს თუ არა მესის ტრანსფერი მბაპეს აუცილებელ გაყიდვას?"

„პსჟს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ არ უარყო, რომ პარიზული კლუბი „ბარსელონას“ ექს-შემტევ ლეო მესის ტრანსფერზე მუშაობს.
„მესი? „პსჟ“ სატრანსფერო ბაზარზე გონივრულად მუშაობს და თავისი მიზნების შესრულება სურს.
ვიცით, რაც მოხდა გუშინ, მაგრამ ახლა მხოლოდ „ტროასთან“ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.“ - აღნიშნა პოჩეტინომ.
გარდა ამისა, არგენტინელ მწვრთნელს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ლეო მესის ტრანსფერი კილიან მბაპეს გაყიდვას, რაზეც პოჩეტინომ კონკრეტული პასუხი გასცა:
„არა“ (იცინის).“ - ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
როგორც იწერება, „პსჟს“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მესის მოყვანასა და მბაპეს შენარჩუნებაზე ოცნებობს. ამისთვის, პარიზელები ბევრი ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებას აპირებენ, ისეთები, როგორებიც არიან: სარაბია, კურზავა, იკარდი და შესაძლოა, კეილორ ნავასი და ანხელ დი მარიაც კი.