პსჟ არ იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც მესის დაუკავშირდა - As
As-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" სულაც არ იყო ერთადერთი კლუბი, რომელიც ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ, მასთან დაკავშირება სცადა.
საქმეში ჩაერთო ლონდონის "ჩელსიც", რომელიც მთელი ძალებით ცდილობდა არგენტინელი თავდამსხმელის წარმომადგენლებთან რაც შეიძლება მალე დაკავშირებას.
"არისტოკრატებს" დააგვიანდათ, რადგან ლეო იმ მომენტისთვის უკვე საკმაოდ აქტიურად განიხილავდა "პსჟ"-ში გადასვლას და შემოთავაზებული კონტრაქტის პირობებს.
"ლურჯები" მაინც დააკვირდებიან კატალონიელთა ყოფილი კაპიტნის გარშემო არსებულ სიტუაციას და ამასთან ერთად, ისინი რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზეც იმუშავებენ.