"მესის პსჟ-ში ტრანსფერი დახურულია", - პარიზელთა მფლობელის ძმა

ხალიფა ბინ ხამად ალ-ტანიმ, "პარი სენ-ჟერმენის" მფლობელის, ტამიმა ბინ ხამად ალ-ტანის ძმამ დაადასტურა, რომ ლიონელ მესის ტრანსფერი საბოლოოდ დახურულია.
"მოლაპარაკებები დასრულებულია, ოფიციალური განცხადება მოგვიანებით იქნება", - დაწერა ყატარელმა ბიზნესმენმა ტვიტერში, არგენტინელისა და "პსჟ"-ს ჰეშტეგების გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ ლეომ "ბარსელონა" ოფიციალურად დატოვა მას შემდეგ, რაც კლუბმა სახელფასო ჭერთან არსებული პრობლემების გამო მისი დარეგისტრირება ვერ შეძლო.
პარიზული კლუბის მფლობელის ძმის გარდა, კატალონიელთა ყოფილი კაპიტნის ლიგა 1-ში გადასვლას ევროპული პრესა ერთხმად ადასტურებს. ტრანსფერი ახლოვდება.
ცნობილია სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელის კონტრაქტის დეტალები და სათამაშო ნომერიც, რომელიც იქნება არა 10, არამედ 19. "უცხოპლანეტელის" "ლურჯ-წითლებში" გადასვლა მალე გაოფიციალურდება.