"მე მის დასარჩენად ყველაფერი გავაკეთე", - ლაპორტამ დაადასტურა, რომ მესი ახალ გუნდში გადადის

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ლეო მესის ახალ გუნდში გადასვლა დაადასტურა.
„მესი პსჟ-ში გადავა. ვისურვებდი, რომ ის ბარსელონაში დარჩენილიყო, მაგრამ ეს არ მოხდება.
მე მისი დარჩენისთვის ყველაფერი გავაკეთე.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Tuttomercatoweb.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ მესისთან კონტრაქტი გახანგრძლივებული ვერ იქნება ფინანსური სირთულეების გამო. შეთანხმების მიუხედავად, კლუბი ლა ლიგაში მის კონტრაქტს სახელფასო ჭერის გამო ვერ არეგისტრირებდა.
6 აგვისტოს ლაპორტას პრესკონფერენცია ჰქონდა, რომელშიც მან მესის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და ისიც დასძინა, რომ სურდა, ეს ინტერვიუ მესისთან ერთად ჰქონოდა, მაგრამ არგენტინელმა იუარა.