რეალის თავსატეხი - ისკოს მსურველები კვლავ არ ჰყავს
მადრიდის "რეალს" კვლავ სურს თავისი შემტევი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გაყიდვა და კარლო ანჩელოტის დაბრუნებამ ამ მხრივ მნიშვნელოვნად არაფერი შეცვალა.
Marca-ს თანახმად, "სამეფო კლუბის" პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ესპანელ ფლეიმეიქერს რეალური მსურველები ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ ჰყავს, რაც მისი დარჩენის შანსებს ზრდის.
რამდენიმე კვირის წინ იწერებოდა "მილანის" ვარიანტის შესახებ, თუმცა "ბლანკოსს" თავისი გამთამაშებლის მიმართებაში ოფიციალური წინადადება არავისგან მიუღია.
ფრანსისკოს გარდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" აქტიურად განიხილავენ მარტინ ოდეგორისა და დანი სებალიოსის გაშვების საკითხს. "რეალის" მთავარ სამიზნედ კი კილიან მბაპე რჩება.