ავტორიზაცია

შაქირი ლიგა 1-ს უახლოვდება

შაქირი ლიგა 1-ს უახლოვდება
თარიღი 10 აგვ 2021, 11:22

Corriere dello Sport-ის თანახმად, "ლივერპულის" შემტევისთვის, ჯერდან შაქირისთვის ბრძოლაში ფავორიტი არის არა რომის "ლაციო", როგორც მოიაზრებოდა, არამედ ლიონის "ოლიმპიკი".

მერსისაიდული კლუბი შვეიცარელი ვინგერის სანაცვლოდ ითხოვს მინიმუმ 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს და "ლომები" არ აპირებენ ფასის დაგდებაზე შეთანხმების მიღწევას.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "წითლების" გარემარბი კარიერას სწორედ სწორედ პეტერ ბოშის გუნდში გააგრძელებს. ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად 29-წლის ფლანგელია.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ალბანელი შემტევი "სქაუზერებში" თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 63 შეხვედრა და გაიტანა 8 გოლი.