ავტორიზაცია

"მამარდაშვილს 2 წლის წინ ვუთხარი, დიდი მეკარე გახდები მეთქი" - ინტერვიუ ხოსე პერალესთან

"მამარდაშვილს 2 წლის წინ ვუთხარი, დიდი მეკარე გახდები მეთქი" - ინტერვიუ ხოსე პერალესთან
თარიღი 11 Aug 2021, 01:14

დინამო თბილისის ყოფილი ესპანელი მეკარის, ხოსე პერალესის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ გიორგი მამარდაშვილი გარკვეული დროის შემდეგ დიდ გუნდში მოხვდებოდა.

ამის შესახებ ხოსე პერალესმა GOAL.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ რაც მასზეა დამოკიდებული, გიორგი მამარდაშვილს ყველაფერში დაეხმარება.

-როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება გიორგი მამარდაშვილზე?

-როცა დინამოში მოვედი, ძალიან ახალგაზრდა იყო და ყოველდღიურად ბევრს მუშაობდა. ის ცდილობდა მუდმივად გაეუმჯობესებინა თავი და ყოველთვის ვეუბნებოდი, გიო გააგრძელე ასე! მას ახლა დიდი შესაძლებლობა აქვს.

ახლა ადვილია სათქმელად, რომ ვთქვათ, მაგარი მეკარეათქო, მაგრამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვუთხარი, მამარდ დიდი მეკარე გახდები მეთქი.

-ხოსე პერალესის თვალით დანახული გიორგი მამარდაშვილის პიროვნება...

-ამაზე საუბრისას არ ვიქნები საუკეთესოდ სამართლიანი პიროვნება, რადგან ის ჩემი ახლო მეგობარია, მაგრამ მართლა კარგი ბიჭია, კარგი ადამიანობით. სიამოვნებას იღებს ყველა ვარჯიშით, თამაშით და ეს ყველაფერი მის ძლიერ პიროვნებაზე მიუთითება.

-როგორ ფიქრობ, დინამო თბილისმა დაუშვა შეცდომა, სასტარტო შემადგენლობაში რომ არ ათამაშა?

-არ ვიცი, ალბათ მისი გაყიდვა უნდოდათ ამ ზაფხულში და იჯარა საუკეთესო ვარიანტი იყო. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნებოდა მამარდას დინამოს მთავარ გუნდში ხილვა. ვფიქრობ, გუნდი მას ძალიან დაეხმარა, როცა რუსთავსა და ლოკომოტივში იჯარით გაუშვა, მიიღო ბევრი სათამაშო დრო და გაიზარდა. ყველა მეკარისთვის სათამაშო დრო უმნიშვნელოვანესია.

-ხოსე, როცა წაიკითხე, რომ გიორგი ვალენსიაში გადმოვიდა, იფიქრებდი ასე მალე რომ ითამაშებდა პირველ გუნდში?

-რატო არა? ის ვითარდება სწრაფ ტემპში. შესაძლოა, ამ სეზონში პირველი მეკარე არ იყოს სრულად, თუმცა მისი მიზანია მიიღოს სათამაშო პერიოდები, რაც გამოცდილებას შეძენს, ახალ სეზონში კი დაისახოს მიზნად, რომ სრულფასოვნად პირველი მეკარე გახდეს. შესანიშნავი პრესეზონი ჰქონდა და მწვრთნელმაც დაუფასა შრომა.

უნდა ვაღიაროთ, რომ ვალენსიას მის გარდა 2 ძლიერი მეკარე ჰყავს, სილესენი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ვიტყოდი, რომ გიორგის გაუმართლა, რადგან მის გვერდით ბევრს ისწავლის. ვუთხარი: მამარდ, ბევრი იშრომე და ყველა თამაშში მაქსიმალური კონცენტრაციით გადი, არ აქვს მნიშვნელობა, პირველი გუნდის შეხვედრა იქნება თუ მეორესი მეთქი. ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ნებისმიერი მატჩი მას განავითარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 2 წელში ამ დიდი გუნდის პირველი მეკარე იქნება.

-ხოსე, შენ ის ადამიანი ხარ, ვისაც შეუძლია გიორგის ადაპტაციის პერიოდში დაეხმაროს... მოგვცემ ამის პირობას?

-რა თქმა უნდა! მას თითქმის ყოველდღე ველაპარაკები, ახლა მნიშვნელოვანია დამშვიდდეს, ყველა მასზე საუბრობს და ამბობს, რომ საუკეთესოა, ამბობენ, რომ საქართველოს მომავალია. ასეცაა, მაგრამ ასევე უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ 20 წლისაა და წინ უამრავი სამუშაო აქვს, მაგრამ მჯერა გიორგი მამარდაშვილი ქართულ ფეხბურთში დიდ სახელს დატოვებს!

ამას გარდა, მას მივეცი რჩევა, რომ მალე ისწავლოს ესპანური, რადგან მეკარისთვის საკომუნიკაციოდ ადგილობრივი ენა მნიშვნელოვანია, ამაში მეც დავეხმარები.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან 1-წლიანი იჯარით, შემდეგ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში, ესპანელებს ქართული კლუბისთვის 1 მილიონის გადახდა მოუწევთ.

ლა ლიგის პირველ ტურს ვალენსია 13 აგვისტოს ხეტაფეს წინააღმდეგ გამართავს. უდიდესი ალბათობით, ღამურების კარს ამ მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.