ავტორიზაცია

ინტერი ინსინიეს ტრანსფერზე ამუშავდა

ინტერი ინსინიეს ტრანსფერზე ამუშავდა
თარიღი 12 აგვ 2021, 10:48

მილანის "ინტერი" აგრძელებს თავდასხმის გაძლიერებაზე ფიქრს და ამჯერად არჩევანი ჩამოვარდა "ნაპოლის" კაპიტანზე, ლორენცო ინსინიეზე, წერს ჯანლუკა დი მარციო.

იტალიელი შემტევის ამჟამინდელი კონტრაქტი "ლურჯებთან" გათვლილია 2022 წლამდე და ის გუნდის გამოცვლისა და "ნერაძურიში" გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

"გველები" სერიოზულად განიხილავენ "აძურის" ლიდერის ტრანსფერს, რომელიც მიმდინარე ზაფხულს იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

30-წლის ვინგერი "პარტენოპელებში" თამაშობს 2010 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 397 შეხვედრის ჩატარება და 109 გოლის გატანა. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას ითხოვს "ნაპოლი" აპენინელის სანაცვლოდ.