ავტორიზაცია

ინტერი ჰაკიმის შემცვლელად ევრო 2020-ის ერთ-ერთ აღმოჩენას განიხილავს

ინტერი ჰაკიმის შემცვლელად ევრო 2020-ის ერთ-ერთ აღმოჩენას განიხილავს
თარიღი 12 აგვ 2021, 11:39

მილანის "ინტერი" "პარი სენ-ჟერმენში" გადასული აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებაშია და მთავარ ვარიანტად ამ დროისთვის განიხილება "პსვ ეინდჰოვენის" მარჯვენა მცველი, დენზელ დუმფრისი.

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "ნერაძური" ნიდერლანდელი ვინგბექის სანაცვლოდ ჩამოდის 12 მილიონ ევროს, მაშინ, როდესაც "ფერმერები" სამი მილიონით მეტს ითხოვენ.

"გველებისთვის" 15 მილიონის გადახდა არ წარმოადგენს პრობლემას და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "თეთრ-წითლების" განაპირა მცველი სწორედ სერია ა-ში გადავა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფლანგელი განვლილ ევროპის ჩემპიონატზე "ნარინჯისფერების" რიგებში ორი გატანილი გოლით გამოირჩა. აქვე დავამატებთ, 25-წლის მცველის სახელს მიუნხენის "ბაიერნსაც" უკავშირებდნენ.