ავტორიზაცია

რატომ ჩაიშალა დოკუს ტრანსფერი ლივერპულში 3 წლის წინ?

რატომ ჩაიშალა დოკუს ტრანსფერი ლივერპულში 3 წლის წინ?
თარიღი 12 აგვ 2021, 12:21

"ლივერპული" დაინტერესებულია "რენის" შემტევით, ჟერემი დოკუთი, რომლის ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოს კლუბი ჯერ კიდევ სამი სეზონის წინ იყო.

მერსისაიდული კლუბი უარით გაისტუმრა თავად ბელგიელმა ვინგერმა, რომელმაც კარიერული ზრდისთვის არჩევანი იმ მომენტში სწორედ "შავ-წითლებზე" შეაჩერა.

LFCTransferRoom-ის ცნობით, "წითლები" კვლავ ინტერესდებიან "დოგების" გარემარბით და ამჯერად კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი არც თავად ახალგაზრდა მოთამაშე არის.

"სქაუზერები" ბრეტანელთა მე-11 ნომერს პერსპექტივაში განიხილავენ სადიო მანეს შემცვლელად, რომელსაც თამაშის სტილით ის ძალიან ჰგავს. აქვე დავამატებთ, წარმოშობით განელმა ფლანგელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება ევრო 2020-ზეც დატოვა.