ავტორიზაცია

ინტერი ერთ ტრანსფერს ხურავს და მომენტალურად მეორეზე გადადის

ინტერი ერთ ტრანსფერს ხურავს და მომენტალურად მეორეზე გადადის
თარიღი 12 აგვ 2021, 13:51

"პსვ ეინდჰოვენის" მარჯვენა მცველი, დენზელ დუმფრისი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს, აღნიშნული ინფორმაცია უკვე არაერთმა იტალიურმა წყარომ დაადასტურა.

"ნერაძური" ნიდერლანდელი ვინგბექის სანაცვლოდ გადაიხდის 12 მილიონ ევროს, დამატებით 2.5 მილიონს კი "ფერმერები" სამომავლოდ ბონუსის სახით მიიღებენ.

"თეთრ-წითლების" განაპირა მცველის ტრანსფერის საბოლოო დახურვის შემდეგ, "გველები" გადაერთვებიან "ნაპოლის" კაპიტანზე, ლორენცო ინსინიეზე, რომელიც გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის.

Corriere dello Sport-ის თანახმად, "ინტერი" "ლურჯებს" იტალიელი შემტევის სანაცვლოდ სთავაზობს 15 მილიონ ევროსა და ალექსის სანჩესს. "აძურის" პასუხი ჯერჯერობით უცნობია.