სანჩესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - რომანო
ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "ლილის" ცენტრალური ნახევარმცველისთვის, რენატო სანჩესისთვის ბრძოლაში მოულოდნელი ფავორიტი უკვე გამოიკვეთა.
თავდაპირველად იწერებოდა "ბარსელონას" შესახებ, თუმცა კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, პორტუგალიელი ჰავბეკის ტრანსფერი შეუძლებელი ხდება.
აქედან გამომდინარე, "დოგების" შუახაზელის მომავალ მთავარ გუნდად მოიაზრება "ლივერპული", თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 40 მილიონ ევროს გადაიხდის.
მერსისაიდელები ჯერ მუშაობენ ჯერდან შაქირისა და დივოკ ორიგის გაყიდვაზე და უკვე შემდეგ, პრიორიტეტი სწორედ პირენეელი ნახევარმცველი უნდა გახდეს.