სატრანსფერო ბომბი რუსეთიდან - "კვარაცხელია ტოტენჰემის მთავარი სამიზნეა"
ცნობილმა ინსაიდერმა, ნობელ არუსტამიანმა ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი განცხადება გააკეთა:
"კვარაცხელია შესაძლოა გახდეს ტოტენჰემის მთავარი სამიზნე. პარატიჩი მის ნამდვილ ფანად იქცა და ის აგენტსაც ესაუბრა. საუბარია ვალერიო ჯუფრიდოს შესახებ, რომელმაც სერია ა-ში მირანჩუკი და შომუროდოვი გადმოიყვანა.
იტალიელი სელექციონერის იუვენტუსში მუშაობის პერიოდში, ფავორიტად ითვლებოდნენ სწორედ ტურინელები, თუმცა ფაბიო ახლა ლონდონში მოღვაწეობს და შესაბამისად ფავორიტიც შეიცვალა.
სწორედ ჰოტსპური მოიაზრება ქართველი შემტევის მომავალ გუნდად. აღნიშნული კლუბი მის ხელში ჩასაგდებას ფინანსურ რესურსს არ დაიშურებს", - განაცხადა რუსმა.
ხვიჩა კვარაცხელია ტოტენჰემში? — სლუცკი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება