ვინ ითვლება ყველაზე დიდებულ არგენტინელ ფეხბურთელად პსჟ-ს ისტორიაში?
"პარი სენ-ჟერმენში" უთამაშია არაერთ გამორჩეულ არგენტინელ ფეხბურთელს, მაგალითად ეზეკილ ლავესის, ოსვალდო არდილესს, მაურისიო პოჩეტინოსა და სხვებს.
ანხელ დი მარია დღემდე "პსჟ"-შია, ისევე როგორც მაურო იკარდი და ლეანდრო პარედესი, ცოტა ხნის წინ კი საფრანგეთის დედაქალაქში თვით ლიონელ მესიც გადმოვიდა.
პარიზულ კლუბში საერთო ჯამში უთამაშია 17 არგენტინელს და მათ შორის ყველაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ზემოთხსენებული ფეხბურთელებიდან არა რომელიმეს, არამედ კარლოს ბიანკის.
არგენტინელი თავდამსხმელი, რომელიც "ლურჯ-წითლებში" თამაშობდა 1977-1979 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 80 შეხვედრაში 71 გოლის გატანა მოახერხა.
"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდმა სადებიუტო სეზონში გაიტანა 39 გოლი, მეორე სეზონში კი 32. "პსჟ"-ს ცხრიანი თავის ორივე სეზონში გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო მეგოლე.
პარიზული გუნდის გარდა, სამხრეთ ამერიკელი ბომბარდირი აგრეთვე ბრწყინავდა "ველეს სარსფილდში", "რეიმსსა" და "სტრასბურგში". ბიანკიმ კარიერა დაასრულა 605 მატჩში გატანილი 434 გოლით.
"მბაპეს პსჟ-ში დარჩენისთვის ყველა წინაპირობა შევუქმენით", - პარიზელთა პრეზიდენტი