ავტორიზაცია

"კვარაცხელია ჩვენი ჩემპიონატისთვის არის საოცარი მოთამაშე, ევროპისთვის კი უბრალოდ კარგი", - რუსული პრესა

"კვარაცხელია ჩვენი ჩემპიონატისთვის არის საოცარი მოთამაშე, ევროპისთვის კი უბრალოდ კარგი", - რუსული პრესა
თარიღი 13 აგვ 2021, 12:25

ყაზანის "რუბინის" ჩენსტოხოვის "რაკუვთან" წაგების შემდეგ, Sportsdaily-მ დამარცხებულ გუნდს მიუძღვნა ვრცელი სიახლე, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც იქნა ნახსენები:

"კვარაცხელია თავისი დრიბლინგითა და ფინტებით მოწინააღმდეგეებს თავბრუს ახვევდა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. პრობლემა არის ის, რომ მას თანაგუნდელები ხელს არ უწყობდნენ.

რაც შეეხება თავად ქართველ შემტევს, ობიექტურად, რუსეთის ჩემპიონატისთვის ის არის საოცარი ფეხბურთელი, თუმცა ევროპისთვის უბრალოდ კარგი მოთამაშე, მეტი არაფერი.

რაკუვმა მარტივად დაბლოკა ხვიჩა, ისე რომ რუბინმა ვერაფერი შეძლო. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენთან ევროპის დონის ფეხბურთელების დეფიციტია", - წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა გუნდისა და პოლონელების პირველი შეხვედრა დასრულდა უგოლო ფრედ, 0:0, განმეორებით მატჩში კი "წითელ-მწვანეებმა" გოლი 111-ე წუთზე გაუშვეს.

ამის გარდა, ლეონიდ სლუცკის გუნდმა 122-ე წუთზე პენალტი გააფუჭა. "რუბინის" ახალგაზრდა ვინგერმა მოედანზე დაჰყო 117 წუთი, თუმცა როგორც ვხედავთ, მან თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა.