მოურინიო რომას ხელმძღვანელობას მატიჩის ტრანსფერის თაობაზე ვერ უთანხმდება
Corriere dello Sport-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" საყრდენ ნახევარმცველს, ნემანია მატიჩს "რომას" სახით სერია ა-ში მსურველი ჰყავს. შეგახსენებთ, "მგლებს" ჟოზე მოურინიო წვრთნის.
სერბი ჩამშლელის ტრანსფერის ინიციატორია პირადად პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც მასთან წლების წინ, ლონდონის "ჩელსისა" და "წითელ ეშმაკებში" მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ "ჯალოროსის" ხელმძღვანელობა თავისი გუნდის მწვრთნელის სურვილს არ იზიარებს, რის გამოც, "მანკუნიანელების" ჰავბეკის ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.
"წითელ-ყვითლების" უფროსობას აშინებს 33-წლის შუახაზელის ასაკი და მისი მაღალი ხელფასი. ამის მიუხედავად, პირენეელი ტაქტიკოსი უკან დახევას არ აპირებს.