ლა ლიგის პრეზიდენტმა რეალს მწვანე აუნთო: "ამ კლუბს მბაპეს შეძენა ნამდვილად შეუძლია"

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ "რეალს" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შეძენა შეუძლია.
"არ ვიცი, იყიდის თუ არა "რეალი" მბაპეს, მაგრამ ამ კლუბს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია. მიუხედავად პანდემიისა, "რეალმა" ფინანსური თვალსაზრისით შესანიშნავი წელი ჩაატარა", - ციტირებს ტებასის სიტყვებს El Desmarque.
2021/22 წლების სეზონში 22 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა პარიზელთა რიგებში ერთი მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, მბაპეს სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 160 მილიონ ევროს შეადგენს.
11 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთმა ლიდერმა სამუშაო ადგილი უკვე ამ თვეში შეიცვალოს.