ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - თამაშში ერთვებიან რეალი, პსჟ, პრემიერ ლიგის გრანდები და ჩისკოს გუნდი

რას ვუყუროთ დღეს? - თამაშში ერთვებიან რეალი, პსჟ, პრემიერ ლიგის გრანდები და ჩისკოს გუნდი
თარიღი 14 აგვ 2021, 10:32

14 აგვისტოს ტოპ-მატჩების განრიგი. გუშინ, დაიწყო ახალი სეზონი ლა ლიგაში, პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგაში, დღეს კი პირველი ტურის შეხვედრების უმეტესობა გაიმართება.

ლა ლიგა

ლა ლიგა გაიხსნა გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სეივით, დღეს კი თამაშში ერთვება მადრიდის "რეალი", რომელიც "დეპორტივო ალავესს" ესტუმრება. ესპანეთში აგრეთვე ჩატარდება შემდეგი მატჩები: "მალიორკა"-"ბეტისი" და "კადისი"-ლევანტე".

პრემიერ ლიგა

ყურადღების ცენტრში იქნება პრემიერ ლიგა, სადაც ასპარეზზე გამოდიან ლონდონის "ჩელსი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი". ჩვენთვის აგრეთვე საინტერესო იქნება ჩისკო მუნიოსის დებიუტი ეპლ-ში, სადაც მისი "უოტფორდი" ბირმინგემის "ასტონ ვილას" მიიღებს.

ბუნდესლიგა

მიუნხენის "ბაიერნმა" სეზონი დაიწყო ქულების დაკარგვით (1:1, მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან"), ვნახოთ, რას იზამს დორტმუნდის "ბორუსია", რომელიც ფრანკფურტის "აინტრახტს" მიიღებს.

ლიგა 1

ოლ სტარი "პარი სენ-ჟერმენის" სახელით მიიღებს "სტრასბურგს", თუმცა ლიონელ მესის, სერხიო რამოსისა და ნეიმარ ჟუნიორის გარეშე. არგენტინელმა და ბრაზილიელმა ფორმის აღდგენა ვერ მოასწრეს, ესპანელი კი ტრავმირებულია. მატჩების სრული განრიგი ასეთია:

15:30 - მანჩესტერი-ლიდსი

18:00 - ჩელსი-კრისტალ პალასი

18:00 - ლესტერი-ვულვზი

18:00 - უოტფორდი-ასტონ ვილა

19:00 - ლილი-ნიცა

20:30 - ნორვიჩი-ლივერპული

20:30 - დორტმუნდი-აინტრახტი

23:00 - პსჟ-სტრასბურგი

23:59 - ალავესი-რეალი