ავტორიზაცია

რუსული პრესა მამარდაშვილზე: "ვალენსიას მეკარე, რომელმაც დინამო მოსკოვი ევროპა ლიგიდან გამოაგდო"

რუსული პრესა მამარდაშვილზე: "ვალენსიას მეკარე, რომელმაც დინამო მოსკოვი ევროპა ლიგიდან გამოაგდო"
თარიღი 14 Aug 2021, 11:27

გიორგი მამარდაშვილის კარგ თამაშს გამოეხმაურა რუსული Sports.ru-ც, რომელმაც გაიხსენა მისი მონაწილეობით კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი - თბილისის "ლოკომოტივი" - მოსკოვის "დინამო".

"ვალენსია-ხეტაფეს შეხვედრაში მასპინძლების კარს იცავდა მამარდაშვილი, რომლისთვისაც ეს იყო სადებიუტო შეხვედრა ლა ლიგაში. ქართველი მეკარე ესპანეთში არის იჯარით, გამოსყიდვის შესაძლებლობით.

გასული სეზონი მან ჩაატარა თბილისის ლოკომოტივში, რომელსაც ის დაეხმარა მოსკოვის დინამოს დამარცხებაში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. გიორგი სულ რაღაც 20 წლის არის".

საუბარია გასული წლის 17 სექტემბრის შეხვედრაზე, რომელშიც ქართულმა გუნდმა რუსი მოწინააღმდეგე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. "რკინიგზელები" ასპარეზობას მოგვიანებით "გრანადამ" გამოთიშა.

აქვე დავამატებთ, რომ "ღამურების" გოლკიპერი ახლაც თბილისის "დინამოს" საკუთრებაა, თუმცა წარმატებული თამაშის შემთხვევაში, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ესპანელები მას გამოისყიდიან.