ავტორიზაცია

"კვარაცხელია ძალიან დაიღალა" - სლუცკი ხვიჩას მდგომარეობაზე

"კვარაცხელია ძალიან დაიღალა" - სლუცკი ხვიჩას მდგომარეობაზე
თარიღი 16 აგვ 2021, 01:46

რუსული პრემიერ ლიგის მე-4 ტურში კრილია სოვეტოვთან(1-1) მატჩის შემდეგ ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განმარტა, თუ რატომ არ დააყენა 20 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში.

"იმიტომ, რომ დილით ძალიან დაღლილი იყო, არაშესაბამის კონდიციებში. მგონი გავიწყდებათ, რომ ის 20 წლისაა და ამ რეჟიმში თამაში: 2-3 დღეში თამაში, თან ასეთ მინდვრებზე ურთულესია, თანაც მისნაირი ტექნიკური ფეხბურთელებისთვის, რომლებზეც მეტოქისგან დიდი ზეწოლაა. ასეთ რეჟიმს ის ვერ გაუძლებს, დასვენება საჭირო იყო," - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

ხვიჩა კვარაცხელიამ უკანასკნელ 20 დღეში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ყოველ 4 დღეში ერთხელ თამაშს ნიშნავს. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრების შემტევმა მხოლოდ ერთხელ გაიტანა.