ავტორიზაცია

აზაროვს ყურადღებით აკვირდებიან - რუსი ინსაიდერი შესაძლო ტრანსფერის შესახებ

აზაროვს ყურადღებით აკვირდებიან - რუსი ინსაიდერი შესაძლო ტრანსფერის შესახებ
თარიღი 16 აგვ 2021, 10:24

ცნობილი ინსაიდერის, ნობელ არუსტამიანის ტელეგრამ-არხის თანახმად, ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველს, ირაკლი აზაროვს რუსეთის პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს.

ქართველი ვინგბექით ინტერესდება "კრასნოდარი", რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თავდასხმისა და დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

იგივე წყაროს მტკიცებით, რუსული გუნდის აჭარელთა განაპირა მცველის მიმართ ინტერესი სერიოზულია. გადამწყვეტი სიტყვა არის ზღვისპირელებსა და 19-წლის ფლანგელზე.

შეგახსენებთ, გია გეგუჩაძის გუნდში გადმოსვლის შემდეგ, აზაროვმა მოასწრო 26 შეხვედრის ჩატარება, ორი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის განხორციელება.

რაც შეეხებათ "ხარებს", აღნიშნულ კლუბში სხვადასხვა დროს გამოდიოდა ოთხი ქართველი ფეხბურთელი - თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ნუკრი რევიშვილი და ოთარ მარცვალაძე.