რეალი და იუვენტუსი ლიონის ნახევარმცველისთვის იბრძვიან
AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" მარტინ ოდეგორის შემცვლელად განიხილავს ლიონის "ოლიმპიკის" ცენტრალურ ნახევარმცველს, უსემ აუარს. შეგახსენებთ, ნორვეგიელი ლონდონის "არსენალში" გადასვლასთან არის ახლოს.
აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის" გარდა, ფრანგი ჰავბეკით ინტერესდება ტურინის "იუვენტუსიც", რომელიც უკვე მეორე სეზონია, რაც "ლომებთან" მოლაპარაკებას აწარმოებს.
თავად "თეთრების" აღზრდილი იხრება "ბლანკოსისკენ", თუმცა "ბებერი ქალბატონი" მას სთავაზობს გარანტირებულ ადგილს სასტარტო შემადგენლობაში, რაც შესაძლოა უპირატესობად იქცეს.
"ლიონის" რვიანი გასულ სეზონში "მეთოფეებში" გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ოდეგორის დამატების შემდეგ, "კანონირების" ინტერესი გაქრა.