ავტორიზაცია

"კვარაცხელია აქ ვეღარ ვითარდება, ეს კი პირდაპირი გზაა დეგრადაციისკენ", - რუსული პრესა

"კვარაცხელია აქ ვეღარ ვითარდება, ეს კი პირდაპირი გზაა დეგრადაციისკენ", - რუსული პრესა
თარიღი 16 აგვ 2021, 13:21

რუსულმა Championat-მა ყაზანის "რუბინის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა ვრცელი სიახლე და ახსნა, თუ რატომ არის ფეხბურთელისთვის გუნდის გამოცვლა აუცილებელი:

"კვარაცხელიამ წასვლის მომენტი ზუსტად უნდა შეარჩიოს. ის არის რუბინის მთავარი იმედი, თუმცა ქართველ შემტევს უფრო მაღალ დონეზე სურს თამაში და ამაში ცუდი არაფერია.

სამწუხაროდ, ყაზანი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი რუსული გუნდი მას ახალს ვერაფერს შესძენს. ხვიჩას დაუსრულებლად შეეძლება ჩვენი ჩემპიონატის მცველების მასხრად აგდება, მაგრამ ასე ის ვერ განვითარდება.

ეს არის პირდაპირი გზა დეგრადაციისკენ. ფაქტია, რომ რუსული გუნდის ახალგაზრდა ვინგერის კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო უნდა დადგეს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლის გარემარბის სახელს უკანასკნელ პერიოდში უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსს", "მილანს", "ტოტენჰემს", მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" და "ევერტონს".

"კვარაცხელია ძალიან დაიღალა" - სლუცკი ხვიჩას მდგომარეობაზე