ავტორიზაცია

მამარდაშვილი, ჰოლანდი, დევისი და გრინვუდი ერთ გუნდში! - ქართველი მეკარის კიდევ ერთი აღიარება

მამარდაშვილი, ჰოლანდი, დევისი და გრინვუდი ერთ გუნდში! - ქართველი მეკარის კიდევ ერთი აღიარება
თარიღი 17 Aug 2021, 22:57

როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი Whoscored-მა ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აღნიშნულმა პორტალმა ქართველი კიდევ ერთ კომპონენტში გამოარჩია.

"ღამურების" გოლკიპერი შევიდა ევროპის ტოპ-5 ლიგის გასული ტურის საუკეთესო 21-წლამდელთა ფეხბურთელების სიმბოლურში. Whoscored-ის თერთმეტეული ასეთია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)

მცველები: სტრახინია პავლოვიჩი (მონაკო), კრისტოფერ ვო (ლანსი), კევენ შლოტერბეკი (ფრაიბურგი)

ნახევარმცველები: ალფონსო დევისი (ბაიერნი), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ჯორჯინიო რუტერი (ჰოფენჰაიმი), ბატისტა მენდი (ანჟერი)

თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), ამინ გუირი (ნიცა)