მამარდაშვილის ვალენსიას მიერ გამოსყიდვა დინამოს ბიუჯეტს სოლიდური თანხით შეავსებს - რა ღირს ქართველი მეკარე?
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" შეეწყო შესანიშნავად და მან უკვე ლა ლიგაში თამაშიც მოასწრო. შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე "ღამურებში" თამაშობს იჯარით, ის თბილისის "დინამოს" საკუთრებაა.
"ლოს ჩე" თავისი კარის დარაჯის გამოსყიდვაზე უკვე მუშაობს და Plaza Deportiva-ს თანახმად, კლუბს აქვს ორი ვარიანტი. პირველი - 20 წლის მეკარის გამოსყიდვა 31 დეკემბრამდე, რაც "მურსელაგოსს" 650 000 ევრო დაუჯდება.
მეორე - გუნდის 28-ე ნომრის გამოსყიდვა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რაც "მესტალიელებს" 900 ათასი ევრო დაუჯდებათ. იგივე წყაროს მტკიცებით, "ვალენსია" მამარდას გამოსყიდვას აპირებს უკვე ახლა.
როგორც ვხედავთ, ქართველი გოლკიპერის გამოსყიდვით, "ლურჯ-თეთრების" ბიუჯეტი მინიმუმ 650 ათასით, მაქსიმუმ კი 900 ათასით შეივსება. აქვე დავამატებთ, რომ გიორგი პრიმერას პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა.