კინი: "მაკვირვებს მანჩესტერის პასიურობა კეინის ტრანსფერის საკითხში"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა ისაუბრა "ტოტენჰემის" ლიდერის, ჰარი კეინის შესაძლო ტრანსფერის შესახებ. შეგახსენებთ, ინგლისელით ინტერესდება მეზობელი "მანჩესტერ სიტი", "ეშმაკუნები" კი პასიურობენ.
"მნიშვნელოვანია სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა და შესაძლო ვარიანტების გამოყენება. მაკვირვებს, თუ რატომ პასიურობს მანჩესტერი კეინის ტრანსფერის მიმართებაში.
თუ არის ის ხელმისაწვდომი მან სიტისთვის, რატომ არ არის ხელმისაწვდომი იუნაიტედისთვის? კლუბს უბრალოდ მეტი ჩართულობა სჭირდება", - განაცხადა ირლანდიელმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა აღზრდილი მართლაც არის "ქალაქელებში" გადასვლასთან ახლოს. "ლურჯებში" ტრანსფერის ულტიმატუმი თავად "ჰოტსპურის" 10-იანმა წამოაყენა.