ავტორიზაცია

"ვალენსია მამარდაშვილს გამოისყიდის და მთავარ გუნდში დატოვებს", - ესპანური პრესა

"ვალენსია მამარდაშვილს გამოისყიდის და მთავარ გუნდში დატოვებს", - ესპანური პრესა
თარიღი 18 Aug 2021, 13:17

"ვალენსია" გიორგი მამარდაშვილის სრულფასოვან გამოსყიდვაზე ამუშავდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე "ღამურებში" თამაშობს განათხოვრების წესით და ის თბილისის "დინამოს" საკუთრებაა.

"ლოს ჩეს" გოლკიპერის გამოსყიდვასთან დაკავშირებით დაწერა El País-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბი ახალგაზრდა კარის დარაჯს განიხილავს მთავარ გუნდში და არა რეზერვში.

"მამარდაშვილმა ვალენსიას მთავარ გუნდში შანსი მიიღო სრულიად მოულოდნელად და უნდა ითქვას, რომ მან ეს შესაძლებლობა სრულფასოვნად გამოიყენა. ქართველის ასეთ თამაშს არავინ ელოდა.

კლუბი მის გამოსყიდვაზე უკვე მუშაობს. "ღამურები" გიორგის განიხილავენ მთავარი გუნდის მეკარედ, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არ ითამაშებს რეზერვში, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი".

შეგახსენებთ, 20-წლის კარის დარაჯი გამოჩნდა ლა ლიგის პირველ ტურში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ. "მურსელაგოსის" 28-ე ნომერმა კარი შეინახა მშრალად და ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურშიც დაიმსახურა ადგილი.