"ესენი ვინ არიან?" - ვილი სანიოლის სახალისო კომენტარი სოციალურ ქსელში

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სოციალურ ქსელში ლევან კობიაშვილის, ალექსანდრე იაშვილისა და ლევან ცქიტიშვილის ფოტოზე სახალისო კომენტარი გააკეთა.
GEO TEAM-ის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა ლევან კობიაშვილის, ალექსანდრე იაშვილისა და ლევან ცქიტიშვილის ფოტო, სადაც წერია: "ბევრი .....ვილი, ხარისხიანი ..…ვილი". გერმანიაში ერთად ყოფნის პერიოდში მათი ზედმეტსახელი სწორედ ვილი იყო, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კომენტარს აკეთებს.
"ესენი ვინ არიან? " - წერს ვილი სანიოლი GEO TEAM-ის პოსტის კომენტარებში.
ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და ალექსანდრე იაშვილს ფრაიბურგში ერთად თამაში 1998-2003 წლებში მოუწიათ. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კი მათი მეტოქე მიუნხენის ბაიერნის მაისურით იყო.